კახა კალაძე: ნიკა მელიას ტაქტიკაზე ნამდვილად არ მიფიქრია, ამის დრო არ მაქვს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ სოციალური ქსელის ვიდეოჩართვაში გლდანის მოსახლეობის კითხვებს უპასუხა.

ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ნიკა მელიას ტაქტიკას შეეხებოდა, რაზეც კახა კალაძემ უპასუხა, რომ ის ოპონენტებზე არ საუბრობს და მას მოსახლეობასთან უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარი სურს.

„ნიკა მელიას ტაქტიკაზე ნამდვილად არ მიფიქრია. ამის დრო არ მაქვს. მე წარვადგინე ჩემი საარჩევნო პროგრამა, ხედვები და ამ ხნის განმავლობაში ვცდილობ ოპონენტებზე არ ვისაუბრო. მე თბილისელებს უნდა მოვუყვე დედაქალაქში განხორციელებულ პროექტებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე. ყველას გვაინტერესებს როგორი იქნება ჩვენი ქალაქი ოთხი წლის შემდეგ, რა პროექტები განხორციელდება, რა რეკრეაციული სივრცეები შეემატება ქალაქს, როგორი იქნება სატრანსპორტო პოლიტიკა და ა.შ. დიდი ბოდიში ოპონენტებზე საუბრისგან თავს შევიკავებ“, – განაცხადა კახა კალაძემ

კომენტარები
იტვირთება...