კახა კალაძე: ნებისმიერ დანაშაულებრივ ქმედებაზე სახელმწიფოს ექნება უმკაცრესი რეაგირება

მოსალოდნელ პროვოკაციებზე და ოპონენტების მხრიდან გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა თბილისი მერმა, კახა კალაძემ ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

„რაც შეეხება რეალურად მოსალოდნელ პროვოკაციებს და ოპონენტების მხრიდან გამოვლენილ დარღვევებს, რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ ინფორმაცია რომ ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდადტის გიორგი ბოტკოველის ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში არეულობის შექმნის მიზნით, ხდება ზონდერ ჯგუფების მობილიზება, ვაფრთხილებთ ყველას ტყუილად ნუ ცდილობენ სიტუაციის დაძაბვას და საარჩევნო პროცესის შეფერხებას, ნებისმიერ სამართალდარღვევაზე, ნებისმიერ დანაშაულებრივ ქმედებაზე სახელმწიფოს ექნება უმკაცრესი რეაგირება და დესტრუქციის მოსურნეებს საკუთარი მიზნების განხორციელების შესაძლებლობა, გარანტიას გაძლევთ, რომ არ მიეცემათ დ ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად