კახა კალაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: არავის არ სჭირდება არავის მოსმენა, ერთმანეთს ასწრებენ ინფორმაციის ჩვენთან მოტანაში

პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი კახა კალაძე ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, რომ გუშინ შედგა საუბარი „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, ნატო გოგელიასა და “ნაცმოძრაობის” ოზურგეთის ორგანიზაციის ლიდერს, ბესო ქათამაძეს შორის, რაზეც მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხმაური და არეულობა იგეგმება ნასაკირალსა და ჭანიეთში.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, “ნაციონალური მოძრაობა” არის დაშლილი და ჩამოშლილი და იქ მყოფი ადამიანები, როგორც შტაბში, ასევე პარტიაში, ერთმანეთს ასწრებენ ინფორმაციების მიტანას “ქართულ ოცნებაში”.

“ნაციონალური მოძრაობა” არის დაშლილი და ჩამოშლილი და იქ მყოფი ადამიანები, როგორც შტაბში, ასევე პარტიაში, ერთმანეთს ასწრებენ ინფორმაციების მოტანას ჩვენთან. შესაბამისად, ეს იყო პრევენციული სახის განცხადება. არავის არ სჭირდება არავის მოსმენა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ- ერთმანეთს ასწრებენ ინფორმაციის მოტანაში ჩვენთან თუ რა ხდება მათ რიგებში და რას აპირებენ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

დესტრუქციული სცენარის მნიშვნელოვან მონაწილეებად განიხილებიან რადიკალური ოპოზიციის საკუთრებაში არსებული რადიკალური პარტიული ტელევიზიები – „მთავარი არხი“ და „ტვ პირველი“. მაგალითისთვის, გუშინ შედგა საუბარი „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, ნატო გოგელიასა და “ნაცმოძრაობის” ოზურგეთის ორგანიზაციის ლიდერს, ბესო ქათამაძეს შორის, რა დროსაც მხარდაჭერის მიზნით გოგელიამ ქათამაძეს მოსთხოვა ინფორმაცია იმ უბნების შესახებ, სადაც, ვციტირებ, „აპირებენ ხმაურს და არეულობას“, რაზეც მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხმაური და არეულობა იგეგმება ნასაკირალსა და ჭანიეთში. დესტრუქციულ გეგმებში პარტიული ტელევიზიების თანამონაწილეობა განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად