კახა კალაძე: მთავრობა ფეხბურთის დაფინანსებაში ერევა

"მთავრობა ზოგადად ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებაში ერევა. ჩვენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7  000 000 ლარს ვაძლევთ სპორტის სამინისტროს, რათა ფეხბურთის ფედერაციას გადაეცეს ეს თანხა, შესაბამისად გამოიყენონ მათი საქმიანობისთვის", – განაცხადა ვიცეპრემიერმ კახა კალაძემ 2030-თან.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველო ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე სპორტისა და ახლგაზრდობის საქმეთა მინისტრს, ტარიელ ხეჩიკაშვილს ღიად დაუპირისპირდა.  

ცხადაძის განცხადებით, მინისტრს მისი პოსტიდან გათავისუფლება სურს. 

კახა ცხადაძეს სპორტის მინისტრმაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ეროვნული ნაკრების მწვრთნელის საწინააღმდეგო არფერი აქვს, თუმცა ბიუჯეტიდან მისთვის ხელფასის სახით 120 000 ლარის გამოყოფას არ აპირებს. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად