კახა კალაძე “მთავარი არხის” ჟურნალისტს: რა გჭირს ტო! არაადამიანურად იქცევით, არ გრცხვენიათ?!(ვიდეო)

ასე მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავარი არხის ჟურნალისტს, რომელიც მერისთვის, მისი გარემოცვის სავარაუდო დაკავებებთან დაკავშირებით კითხვის დასმას ცდილობდა.

„რა გჭირთ ტო! დადექით ცივილურად, ნორმალურად, არაადამიანურად იქცევით, არ გრცხვენიათ?! ” – ასე მიმართა კახა კალაძემ ჟურნალისტს.

შეგახსენებთ, “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციის რამდენიმე ლიდერს შემოუთვალა, თუ ხელს არ მახლებთ, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დავუპირისპირდებიო .

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად