კახა კალაძე: რეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე ნაგვის ურნები მიწის ქვეშ იქნება

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“უახლოეს მომავალში ჩვენ ვიწყებთ ჭავჭავაძის გამზირის სრულ რეაბილიტაციას, სადაც განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა, განსაკუთრებით მიწისქვეშა კომუნიკაციების თვალსაზრისით და მინდა დავავალო ლევან ჯღარკავას(თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი), რადგან ჩვენ მთლიანად ვაკეთებთ ამ ქუჩის მოწესრიგებას თავისი კომუნიკაციებით, გარეგანათებებით, საფეხმავლო ბილიკებით, ველობილიკებით, ავტობუსის ზოლებით, იქნება აბსოლუტურად თანამედროვე ინფრასტრუქტურა  და მინდა გთხოვოთ, და ეს ეხება არა მარტო ჭავჭავაძის გამზირს, უბრალოდ, რადგან ამ გამზირის სრულ რეაბილიტაციას ვაკეთებთ, განვახორციელოთ საპილოტე პროექტი და სანაგვე ურნები რომელიც  ქუჩებში დგას, (ეს ბევრ განვითარებულ ქვეყნებშიც არის ეს პროექტი გაკეთებული), მოდით ამ ქუჩაზე, ეს იყოს საპილოტე და ურნები ჩავიტანოთ მიწის ქვემოთ. ძალიან მარტივია ამის გაკეთება და ვფიქრობ წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენს ქალაქში, რომ შემდეგ სხვა ქუჩებზე, სადაც რეაბილიტაცია განხორციელდება გვქონდეს ერთნაირი მიდგომა და დამოკიდებულება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...