კახა კალაძე: მიკროავტობუსების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი, ისევე როგორც სხვა პროექტები, შეჩერდება

თბილისის მერის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ბევრი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი დროებით შეჩერდება, მათ შორის გადაიდება მიკროავტობუსების შეძენა.

„რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში მე გავაკეთე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მოგვიწევს ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა. სამწუხაროდ, მოგვიწევს ბევრ პროექტზე ვთქვათ უარი, იმ გარემოებებიდან და რელობიდან გამომდინარე , რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში. არაერთი მნიშნელოვანი და მასშტაბური პროექტები, რომელიც იყო ჩვენი მხრიდან დაანონსებული, დროებით შეჩერდება, რადგან პრიორიტეტები დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, შეცვლილია. შესაბამისად, მიკროავტობუსების ტენდერი, რომელიც 13 მარტს იყო გამოცხადებული, იქნება შეჩერებული“,- განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად