კახა კალაძე: მიხეილ სააკაშვილს მაგაში ვეთანხმები – არც მე არ მჯერა კოალიციური მთავრობის

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის კახა კალაძის თქმით, ის ეთანხმება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებას, რომ ქვეყანაში კოალიციური მთავრობის აუცილებლობა არ არის.

„ზოგადად მე მაგაში ვეთანხმები, არც მე არ მჯერა კოალიციური მთავრობის და დღეს ამის აუცილებლობა არ არის ნამდვილად. პოლიტიკური პარტია „ქართულ ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქ რეალური შესაძლებლობა არჩევნები დაასრულოს ძალიან მაღალი შედეგით, ისე რომ კოალიციის არანაირი შექმნის საჭიროება არ იყოს”,  – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად