კახა კალაძე: მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იქნება მას შემდეგ, რაც სასჯელს მოიხდის

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება იქ, სადაც უნდა იმყოფებოდეს, აუცილებლად ექნება თავისუფლება, მას შემდეგ, როდესაც სასჯელს მოიხდის- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.

მიხეილ სააკაშვილს აქვს კონკრეტული დანაშაული ჩადენილი. მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, ნამდვილად არ მიხარია ვინმეს დაკავება და ციხეში გამოკეტვა, ისევე, როგორც არ მიხაროდა სააკაშვილის რეჟიმის დროს კონკრეტული ოჯახების გაუბედურება; არ მიხაროდა ახალგაზრდების მკვლელობები; არ მიხაროდა 26 მაისს სახურავზე შემოყრილი გარდაცვლილი ადამიანების გვამები. რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან მძიმე

სააკაშვილი იმყოფება იქ, სადაც უნდა იმყოფებოდეს. ჩვენ ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში – „თავისუფლება მიშას“. მიშას აუცილებლად ექნება თავისუფლება, მას შემდეგ, როდესაც სასჯელს მოიხდის“ – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის №12 ციხეში შეასახლეს.

კომენტარები
იტვირთება...