კახა კალაძე მეუფე იაკობზე: საჭიროა, ახსნა-განმარტებები მოვისმინოთ

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, საჭიროა მეუფე იაკობმა განმარტებები გააკეთოს.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მაქვს ჩემი მიდგომა და დამოკიდებულება უწმინდესთან, საპატრიარქოსთან, სარწმუნოებასთან და ნამდვილად არ მინდა გავხდე მონაწილე იმ განცხადებების, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ. საჭიროა, ახსნა-განმარტებები მოვისმინოთ მეუფე იაკობისგან.

მე მგონია, რომ ეს არის მიმართული გიორგი გახარიას წინააღმდეგ”,-განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის თქმით, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად