კახა კალაძე: მედიის თავისუფლება არის ღირებულება, რითაც სამართლიანად ამაყობს საქართველო, არავის მივცემთ უფლებას, საფრთხე შეუქმნას

დედაქალაქის მერი კახა კალაძე დღეს, წალკაში, ტვ “პირველის” სამუშაო ჯგუფზე განცხორციელებულ თავდასხმას და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს ეხმაურება.

“სამწუხაროა, რომ მიწევს გამოვეხმაურო ისეთ მძიმე ფაქტს, როგორიც არის მედიაზე თავდასხმა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლა. ძალადობა, დაპირისპირება, კრიტიკული აზრის მიუღებლობა ხელს უშლის ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებას და აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.
მედიის თავისუფლება არის ის ღირებულება, რითაც სამართლიანად ამაყობს საქართველო და არავის მივცემთ უფლებას, ამ ღირებულებას საფრთხე შეუქმნას.
წალკის მუნიციპალიტეტში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება დაწყებულია და დარწმუნებული ვარ, დამნაშავე პირი სათანადოდ დაისჯება” – აცხადებს კახა კალაძე.

ცნობისთვის, „ტვ პირველის” ჟურნალისტებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. შსს-მ „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

კომენტარები
იტვირთება...