კახა კალაძე: მედიასაშუალებებს ჩვენი ხელისუფლების პირობებში არანაირი საფრთხე არ ემუქრება

სიტყვის თავისუფლებას ამ ქვეყანაში ვერავინ ვერ შეზღუდავს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ქვეყანაში მედიათავისუფლებისა და „ტვ პირველის“ საკითხზე საუბრისას განაცხადა.

“მედიაპლურალიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი. სიტყვის თავისუფლებას ამ ქვეყანაში ვერავინ ვერ შეზღუდავს. ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ ის წლები, როდესაც ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. რაც უფრო მეტი ტელევიზია, მეტი მედიასაშუალება იქნება ქვეყანაში, ამას მხოლოდ მივესალმები.

რაც შეეხება კონკრეტულად ამ მდგომარეობას, საქმის შინაარსი არ ვიცი, რომელ კონკრეტულ საქმესთან არის, მაგრამ ერთი შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ მედიასაშუალებებს საქართველოში ჩვენი ხელისუფლების პირობებში, იმ პოლიტიკის პირობებში, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება ატარებს, არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...