კახა კალაძე: “კურიერს” არ ვუყურებ, ვინც უყურებს, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს

“ინფორმაციის მიღებაზე მე პრობლემა არ გამაჩნია არანაირი”,-ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ის “კურიერს” არ უყურებს და ქალაქში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობას არ უჩივის.

” “კურიერს” არ ვუყურებ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მაგის დრო ნამდვილად არ მაქვს, 24 საათი ვართ საქმის კეთებაში. “კურიერს” ვინც უყურებს, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს. ინფორმაციის მიღებაზე მე პრობლემა არ გამაჩნია არანაირი, აბსოლუტურად ვფლობ ინფორმაციას ქალაქში, ჩემს უწყებას რაც ეხება, ამის პრობლემა ნამდვილად არ გამაჩნია და არ მაქვს იმის საჭიროება, რომ „კურიერს“ ვუყურო. ახლა რაც შეეხება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ცოტა ისეთი ტყუილები მოიფიქრეთ, რომ ცოტა მაინც დამაჯერებელი იყოს ხალხისთვის,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...