კახა კალაძე: ხვალიდან ვაგრძელებთ ქვეყნის განვითარებასა და აღმშენებლობას-კრიმინალურ პარტიას არ მიეცემა ხალხის ჩაგვრის შესაძლებლობა

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, სხვადასხვა მედიამ კვლევბის შედეგები გამოაქვეყნა. სადაც პარტიებს შორის ლიდერი “ქართული ოცნებაა”.

“გილოცავთ მეგობრებო და რა თქმა უნდა, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს მოიხადა თავისი მოქალაქეობრივი ვალი. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს მხარდამჭერს, ჩვენს თანამებრძოლს, – ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი და პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ ამ პასუხიმგებლობას მომდევნო 4 წლის განმავლობაში ღირსეულად ვატარებთ. ხვალიდან, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ქვეყნის განვითარებასა და აღმშენებლობას. არცერთ კრიმინალურ პარტიას არ მიეცემა ხალხის ჩაგვრის შესაძლებლობა. გილოცავთ და გამარჯვებებს გისურვებთ”, – ასე მიმართა “ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა კახა კალაძე პარტიის ოფისთან შეკრებილ მხარდამჭერებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად