კახა კალაძე: ხანძრის დროს ელიავაზე კამერების წინ კეკლუცობა ჩემი მხრიდან არასწორი იქნებოდა

ამის შესახებ "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ "ტვ პირველის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

"ელიავას ბაზრობაზე ხანძრის დროს მისვლა ჩემი მხრიდან არ იქნებოდა სწორი, რადგან წინა დღეს წარმადგინეს მერობის კანდიდატად. როდესაც მერობის კანდიდატი მიდის და უკან ფონად არის ცეცხლწაკიდებული ბაზრობა, გაუბედურებული და დაზარალებული ადამიანები, ამ დროს კამერების წინ კეკლუცობა ჩემი მხრიდან არასწორი იქნებოდა.

დედაქალაქს ჰყავს მერი, უსაფრთხოების სამსახურები, ჰყავს მეხანძრეები მაშველები… ყველანი ადგილზე იყვნენ და ყველა სამსახური მაქსიმალურად იყო მობილიზებული", – განაცხადა კახა კალაძემ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...