კახა კალაძე ISFED-ზე: ეს იმ რევოლუციური სცენარის ნაწილია, რაზეც არჩევნებამდე ვსაუბრობდით

ეს იმ რევოლუციური სცენარის ნაწილია, რაზეც არჩევნებამდე ვსაუბრობდით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა და “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს “სამართლიანი არჩევნების” (ISFED) ირგვლივ განვითარებული მოვლენებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელის ელენე ნიჟარაძის გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა.

“მე ვფიქრობ, რომ ეს არის იმ რევოლუციური სცენარის ნაწილი, რომელზეც ჩვენ ჯერ კიდევ არჩევნების წინ ვსაუბრობდით. ელემენტარული მათემატიკა ვინც კი იცის – ციფრები როდესაც იყო გამოქვეყნებული, ძალიან მარტივი დასათვლელი იყო, რომ ის იყო ცდომილება და მაშინვე, პირველი დღეებშივე ვამბობდით, შეგიძლიათ ამოიღოთ მასალები და ნახავთ იმ განცხადებებს, რაზეც ჩვენ ხაზს ვუსვამდით, რომ ეს იყო არასწორად დათვლილი და პრობლემური მონაცემები, რომელიც იყო მოწოდებული და ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, ელენე ნიჟარაძემ ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა. ამასთან დაკავშირებით ორგანიზაციის გამგეობამ დღეს ვრცელი განცხადება გაავრცელა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად