კახა კალაძე: გურამ კაშიას გვერდში ვუდგავართ და ეროვნულ ნაკრებში ველოდებით

თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანს, გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ამ ფორმით ფსიქოლოგიური ზეწოლა და ადამიანისთვის შეურაცხყოფის მიყენება კატეგორიულად მიუღებელია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კაშიას ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში ელოდებიან. 

"რომელ ქვეყანაშიც თამაშობდა გურამი, იმ ქვეყანაში დააფიქსირეს პოზიცია იმ ფორმით, რა ფორმითაც, მან ეს გააკეთა. თუმცა, რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ, ვუსმენთ და ვუყურებთ, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ამ ფორმით ფსიქოლოგიური ზეწოლა, ადამიანისთვის შეურაცხყოფის მიყენება. ვისაც სპორტი, ფეხბურთი გვიყვარს, ვისაც ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება გაგვიხარდება, ყველა ადამიანი ვუდგავართ გურამს გვერდით და ეროვნულ ნაკრებში ველოდებით",-განაცხადა კალაძემ.      

ცნობისთვის, UEFA-მ გურამ კაშიას #EqualGame-ის (თანასწორი თამაში) ჯილდოს გადასცა. ჯილდო მიზნად ისახავს იმ ფეხბურთელის აღიარებას, რომელმაც დიდი როლი შეასრულა მრავალფეროვნების, ინკლუზიურობისა და ხელმისაწვდომობის პოპულარიზაციაში ევროპულ ფეხბურთში. გურამ კაშია მონაკოში, 30 აგვისტოს უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრაზე, გალა ღონისძიებაზე დააჯილდოვეს. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად