კახა კალაძე: გთხოვთ, მძღოლებს, რომლებსაც ავტომობილებზე ზამთრის საბურავები არ აქვთ, თავი შეიკავეთ ქალაქში მოძრაობისგან

დედაქალაქის ქუჩებში ტექნიკური მარილის დაყრა და გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ტექნიკა მუშაობს, ხოლო შიდასაუბნო გზების გაწმენდით სამუშაოებში რაიონული გამგეობები ჩაერთვებიან.

„დედაქალაქში გაგვითოვდა. „თბილსერვისის ტექნიკა“ მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა, ახლაც აგრძელებს მუშაობას, მიმდინარეობს ტექნიკური მარილის მოყრა, გზებზე გაწმენდითი სამუშაოები. პარალელურად გამგეობები ჩაერთვებიან შიდა საუბნო გზების გაწმენდაში. ეს პროცესი გაგრძელდება მთელი დღის განმავლობაში, ვიდრე პრობლემა არ იქნება მოგვარებული. მინდა ხაზი გავუსვა, რომ გვაქვს კონკრეტული ლოკაციები, სადაც შეიქმნა საცობები იმის გამო, რომ ავტომობილების გამო ჩაიხერგა. მძღოლებს, რომლებსაც ავტომობილებზე ზამთრის საბურავები არ აქვთ, მინდა ვთხოვო, თავი შეიკავონ ქალაქში მოძრაობისგან, რადგან ეს გარკვეულ პრობლემებს უქმნის საზოგადოებას, უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, მაქსიმალურად თავი შევიკავოთ, თუ არ გვაქვს ზამთრის სეზონის საბურავები. სამუშოები დღის განმავლობაში გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...