კახა კალაძე გიორგი გახარიას: გიორგი, შენთვის არავის დაუბრალებია, გიორგი გახარია ნარკომანიაო

ასე უპასუხა პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის გიორგი გახარას კითხვას, თუ რას ფიქრობს ის, მისი და მისი თანაგუნდელების ნარკომანობის დაბრალებაზე.

“მე ჯერ ვარ კაცი და მერე პოლიტიკოსი, ამიტომ ამ თემის განხილვაში არ შემოვალ” – განაცხადა კახა კალაძემ გიორგი გახარიას კითხვის საპასუხოდ.

ცნობისთვის, საქართველოს პირველი არხის ეთერში  თბილისის მერობის 16-ივე კანდიდატებს შორის დებატები მიმდინარეობს, რომელიც  ნიკა მელიამ მისალმების შემდეგ დებატები დატოვა – “სულ კარგად ბრძანდებოდეთ” – ასე დაემშვიდობა კახა კალაძე

კომენტარები
იტვირთება...