კახა კალაძე გიორგი გაბუნიას მონოლოგზე: ამას მარტივი სახელი ჰქვია – საკუთარი ქვეყნის მტრობა

თბილისის მერი კახა კალაძე ტელეკომპანია “რუსთავი 2” ის ტელეწამყვანის გიორგი გაბუნიას მონოლოგს სოციალურ ქსელში ეხმიანება და ფაქტს პროვოკაციად აფასებს.

“ჩვენი ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, დაუშვებელია “პატრიოტიზმით” შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვოთ.
ამას მარტივი სახელი ქვია – საკუთარი ქვეყნის მტრობა.​​​
ერთხელ უკვე ვნახეთ იგივე პოლიტიკური ძალის მიერ ასეთი მტრობით უმძიმეს მდგომარეობამდე მიყვანილი ქვეყანა. მეორედ ამის დაშვება არ შეიძლება. არც დავუშვებთ!” – წერს კახა კალაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად