კახა კალაძე: გიგი ანთაძის ისტორია, რომ გავიგე გული დამეწვა

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ "ტვ პირველის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

"წესრიგი არის მნიშვნელოვანი. მე მესმის, რომ ეს რეფორმები და ცვლილებები ბევრისთვის არ იყოს სასიამოვნო და ისიც კარგად მესმის, რომ ყველას მოსაწონს კარგად ვერ გააკეთებს. ძალიან კარგად მესმის, რომ გარემოვაჭრეები ძალიან მძიმე სოციალურ მდგომარეობაში არიან. მაგრამ მათ აქვთ საშუალება, რომ საქმიანობა რითაც ისინი არიან დაკავებული, კონკრეტულ ადგილებზე განახორციელონ. 

გიგის რაც შეეხება შშმ ადამიანია, მე რომ გავიგე ამ ბავშვის ისტორია გული დამეწვა. როგორი შრომისმოყვარეა და როგორი შემართებით არის. რა თქმა უნდა, გამონაკლისს გიგისთან მიმართებაშიც ვერ დავუშვებდით. ჩვენი პოზიცია იქნებოდა არასწორი. ამიტომ იყო თხოვნა, ჩემების მხრიდან რომ ყველანაირი პირობა შევუქმნათ. თუ საჭიროა, მეც მზად  ვარ და ყველანაირად დავეხმარები, რომ ის ბიზნესი რომელიც მან წამოიწყოს კიდევ უფრო ეფექტური და შემოსავლიანია. გიგიმ აჩვენა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს!" – განაცხადა კახა კალაძემ. 

შეგახსენებთ, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიას 15 წლის გიგი ანთაძის საკითხის გადაწყვეტა სთხოვა, რომელიც დედაქალაქის ქუჩებში სხვადასხვა პროდუქციას ყიდის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...