კახა კალაძე: გაყალბება, ხელკეტები და ცოცხები “ნაცმოძრაობის” საკუთრებაა!

ამის შესახებ "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა. 

"გაყალბება, ხელკეტები და ცოცხები "ნაცმოძრაობის" საკუთრებაა, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ. ვიმეორებ საქართველოში ეს დრო არასდროს აღარ დაბრუნდება. ერთი რაღაც ჰქონდათ ადამიანებს დარჩენილი, საკუთარი ხმა და იმასაც კი ართმევდნენ თავიანთი ზონდერების მეშვეობით. დღეს დემოკრატიის სხვა ხარისხია, საიდანაც ჩამოსვლა შეუძლებელია და მხოლოდ და მხოლოდ წინ წასვლა უნდა მოხდეს", – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...