კახა კალაძე გახარიაზე: ბიძინა ივანიშვილს არ უთქვამს „მოღალატე იყოო“ – ეს მის განცხადებაში არ ყოფილა, მან ღალატი ახსენა გუნდთან მიმართებით

ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილის განცხადების შესახებ “ფორმულას” მიერ დასმულ კითხვას – იყო თუ არა გიორგი გახარია მოღალატე.

ბიძინა ივანიშვილს არ უთქვამს „მოღალატე იყოო“ – ეს მის განცხადებაში არ ყოფილა. მან ღალატი ახსენა გუნდთან მიმართებით. რა თქმა უნდა, არ იყო მოსაწონი ის კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც იმ კონკრეტულ მომენტში მისი მხრიდან იქნა მიღებული.

ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ყველაფერი იყო ნათქვამი და წერტილი დაესვა მითქმა–მოთქმას, თითქოს გიორგი გახარიას პარტიის შექმნა ბიძინა ივანიშვილის პროექტია“,– განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...