კახა კალაძე: “დოიჩე ველეს” სტატია გახარიაზე შეკვეთილი იყო

თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, „დოიჩე ველემ” საქართველოს პრემიერ-მინისტრზე, გიორგი გახარიაზე შეკვეთილი სტატია გამოაქვეყნა. ამის შესახებ მან ჟურნალისტბთან საუბრისას განაცხადა.

„ეს იყო შეკვეთილი სტატია. ეს აშკარა არის. ეს იკვეთება იმ შინაარსისგან, რაც არის მიწოდებული, თუმცა, შემდეგ მოხდა მათი მხრიდან განმარტებები. ჩვენ ბევრი გვინახავს ასეთი შეკვეთილი სტატიები, ეს პირველი არ არის და ალბათ არც უკანასკნელი”,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, „დოიჩე ველემ” გუშინ სტატია გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ნახსენებია, როგორც „რუსეთის კაცი“. რამდენიმე საათის შემდეგ კი სტატია ჩაასწორა და აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას „მოსკოვის კაცი“ ადრე ოპოზიციამ უწოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად