კახა კალაძე: დღეს სამხედრო დასახლებაში შიდა გზების მოწყობის სამუშაოებს  ვიწყებთ 

„სამგორის რაიონში, სამხედრო დასახლებაში არც სანიაღვრეები, არც მოასფალტება, არც გზა, გადათხრილი და გაუბედურებული ტერიტორია, იქ მცხოვრები ადამიანები არიან მძიმე მდგომარეობაში“ – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქია მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„სამგორის რაიონში, სამხედრო დასახლებაში ვიწყებთ შიდა გზების მოწყობის სამუშაოებს. ეს დასახლება აქამდე მოუწესრიგებელი იყო. არაერთხელ მითქვამს, განვითარება დედაქალაქის ყველა რაიონმა, ყველა უბანმა უნდა იგრძნოს და არცერთი უბანი არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა. ვფიქრობ, ამ პროექტის განხორციელება მართლაც შვება იქნება ამ დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობისთვის.

პროექტით გათვალისწინებულია სანიაღვრე ქსელის, სახანძრო ჰიდრანტების, ახალი ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობა. ასევე კორპუსების მიმდებარედ მოეწყობა ავტომანქანების სადგომები. საერთო ჯამში, 35 000 მ2 ასფალტის საფარი დაიგება.

პროექტისთვის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან  2 405 405 ლარი დაიხარჯება და სამუშაოები 4 თვის ვადაში დასრულდება”,   – განაცხადა კახა კალაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...