კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, თბილისი აუცილებლად გაიმარჯვებს და მეტი სიცოცხლე შევა ყველა უბანში

„მოგესალმებით ყველას, ოპონენტებს, დამსწრე საზოგადოებას. განსაკუთრებით მინდა, მივესალმო ჩემს თბილისელებს. მართლაც უმნიშვნელოვანესი არჩევნებია ადგილობრივი თვითმმართველობის, რომელიც 2 ოქტომბერს გაიმართება. ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც აქვს ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს ქალაქის განვითარება, როგორ წარმოგვიდგენია თბილისი ოთხი წლის შემდეგ.” – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, სადაც თბილისის მერობის 16-ივე კანდიდატებს შორის დებატები მიმდინარეობს.

რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩვენი საარჩევნო პროგრამა „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“. ასევე დეტალურად დავიწყეთ კონკრეტული მიმართულებების გაშლა. ჩვენი საარჩევნო პროგრამა შედგება ექვსი ძირითადი პოლიტიკისგან. ეს არის ურბანული პოლიტიკა, სატრანსპორტო, გარემოს დაცვის პოლიტიკა. ეს არის სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებები, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა, სპორტი. რამდენიმე დღეში მართვის და ეკონომიკის მიმართულებით ჩვენ ხედვებს გავაჟღერებთ. მე დარწმუნებული ვარ, თბილისი აუცილებლად გაიმარჯვებს და მეტი სიცოცხლე შევა ყველა უბანში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ნიკა მელიამ მისალმების შემდეგ დებატები დატოვა – “სულ კარგად ბრძანდებოდეთ” – ასე დაემშვიდობა კახა კალაძე

კომენტარები
იტვირთება...