კახა კალაძე: ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება ადამიანია

“ლოგიკურია ეს, ახსნა-განმარტებაც არ სჭირდება”, – ასე პასუხობს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მონაცემებით საქართველოდან ადამიანის უფლებების დარღვევევის ფაქტები 8-ჯერ შემცირდა. 

“ნებისმიერი ადამიანი ხვდება, რატომ არის ეს. 2012 წლის შემდეგ არის ახალი ხელისუფლება, რომელსაც აქვს განსხვავებული პოლიტიკა. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება რაც არის, ეს არის ადამიანი. შესაბამისად ადამიანის უფლებები, თავისუფლების გამოხატვა ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენთვის” – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად