კახა კალაძე: ჩვენი ვალია, აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი აფხაზებსა და ქართველებს შორის

„დღეს, 27 სექტემბერს 27 წელი გავიდა სოხუმის დაცემიდან. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში. ეს არის დღე, რომლის უკან დგას ათი ათასობით დაღუპული ადამიანი, ასი ათასობით იძულებით გადაადგილებული პირი, ოკუპირებული ტერიტორიები. ამ ომს არ ჰყავს გამარჯვებული, მაგრამ ჰყავს გმირები, რომლებმაც თავი შესწირეს ქვეყნის მთლიანობისთვის ბრძოლას. მათი ხსოვნის წინაშე, ჩვენი ვალია, აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი აფხაზებსა და ქართველებს შორის, მშვიდობიანი ნაბიჯებით, ეკონომიკური განვითარებით, წინსვლით დავიბრუნოთ ის ერთიანობა, რომელიც გვქონდა და გავაერთიანოთ საქართველო,“- აცხადებს კახა კალაძე სოციალუ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

თბილისის მერმა კახა კალაძემ, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, დღეს გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად