კახა კალაძე: ბოლომდე ჩავყვებით! არავის მიეცემა შესაძლებლობა, ქალაქის მოსახლეობა ფეხებზე დაიკიდოს! (ვიდეო)

“თუ ვინმეს გონია, რომ გამგეობის ტენდერში ვერ შევასრულე სამუშაოები და მერე რა კაცო, სხვა ტენდერებში მივიღებ მონაწილეობას, ძალიან ცდებიან ეს კომპანიები! ბოლომდე ჩავყვებით. არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ქალაქის მოსახლეობა დაიკიდოს ფეხებზე” – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ, შპს “მშენებელი 2019”-ს ორკვირიანი ვადა მისცა მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონის N5-N6-N7 კორპუსების მიმდებარედ არსებული სკვერის სრული რეაბილიტაციის დასასრულებლად.
კახა კალაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ კომპანია ორი კვირის ვადაში ვერ დაასრულებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც დაახლოებით, 850 კვადრატულ მეტრ ფართობზე ხორციელდება, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 127 549 ლარია გათვალისწინებული, ხელშეკრულება შეუჩერდება.
“ეს კონკრეტული პროექტი რომელიც დიდი ხნის განმავლობაში უნდა ყოფილიყო დასრულებული, იქ დრეს არის კატასტროფული მდგომარეობა. აბსოლუტურად მიგდებული, ყურადღებას არავინ აქცევს. ეს კონკრეტული კომპანია არ ვიცი საერთოდ რას ფიქრობს. და დღეს გვაქვს ასეთი მდგომარეობა. გაუბედურებული. სკვერი რომელიც დღეს დასრულებული უნდა ყოფილიყო, ფაქტობრივად სანაგვედ არის ქცეული. წყალი დგება. აქ არ ვიცი ადამიანი როგორ უნდა ჩავიდეს, როგორ დაისვენოს, რა დასვენებაზეა ლაპარაკი, გავლა არის შეუძლებელი.
მინდა გამგებელსაც დავავალო, ეს თქვენი პროექტია, დაიბარეთ კონკრეტული კომპანი დღესვე, ჩართეთ ჩვენი საქალაქო სამსახური და ირაკლი ბენდელიანს მინდა დავავალო. დაესწარით ამ შეხვედრას, დაიბარეთ ეს კომპანია და მიეცით ორი კვირის ვადა.
ორი კვირის განმავლობაში თუ ეს პროექტი არ იქნება დასრულებული, შეგიძიათ გააბრძანოთ. ასეთი კომპანიები ვერ უნდა იღებდნენ მუნიციპალიტეტისა და გამგეობის ტენდერებში მონაწილეობას.
გასული წლის განმავლობაში ჩვენი ძალინ ბევრი კომპანია გავაშავეთ და არავის მიცემთ იმის უფლებას, რომ მოსახლეობა ფეხებზე დაიკიდონ. ჩვენ თავზე აღარ ვლაპარაკობ საერთოდ, ეს არ არის ჯანსაღი დამოკიდებულება” – განაცხადა კახა კალაძემ..

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად