კახა კალაძე: აუცილებელია პროფესიული გადამზადების პროგრამები, რაც ადამიანების დასაქმებას შეუწყობს ხელს

თბილისის მერიის მიერ დაახლოებით, 5 000 ადამიანი პროფესიულად გადამზადდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში როგორც სამუშაო ადგილების, ასევე, პროფესიონალი კადრების ნაკლებობაა, თბილისის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ მოქალაქეების კვალიფიკაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

„მე ვხედავ, რომ ორი პრობლემა არსებობს. ბევრი კომპანია ეძებს თანამშრომლებს, მაგრამ კვალიფიკაციური კადრების ნაკლებობაა. არსებობს სამუშაო ადგილების დეფიციტიც. თბილისის მერია უსასყიდლოდ 5 000-მდე ადამიანის პროფესიულ გადამზადებას უზრუნველყოფს. პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ წარმატებით მიმდინარეობს. ზუსტად ვიცით ბიზნესსექტორი რა კვალიფიკაციის ადამიანებს ეძებს და ამ ნიშნით ვამზადებთ მოქალაქეებს. აღსანიშნავია, რომ გადამზადების კურსების გავლის შემდეგ ადამიანები დასაქმდნენ. ადამიანებს უნდა შევთავაზოთ სხვადასხვა პროგრამა, რაც დასაქმებაში დაეხმარებათ “, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები
იტვირთება...