კახა კალაძე: არჩევნებში ოპოზიციამ 40%-ს თუ მიაღწია, ეს მათი დიდი წარმატება იქნება

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია 40%-ს თუ მიაღწია, ეს მათთვის იქნება კარგი.

„დღეს ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, რომელსაც რეალურად აქვს შესაძლებლობა ყოველგვარი პრობლემების გარეშე მოიპოვოს გამარჯვება ისე, რომ არანაირი კოალიციური მთავრობა არ დაჭირდეს,
რეალურად ძალიან დიდი მხარდაჭერაა ხალხში, დაველოდოთ 31 ოქტომბერს. დაახლოებით 60%-მდე აღების შესაძლებლობ აქვს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს”ოცნებას”. რა თქმა უნდა ყველაფერი დამოკიდებულია ამომრჩევლებზე. მაგრამ, მე ამის თქმის საფუძველს და შესაძლებლობას მაძლევს მოსახლეობასთან შეხვედრები თბილისში და რეგიონებში – ერთადერთი პოლიტიკური გუნდი ვინც გაიმარჯვებს ყოველგვარი პრობლემების გარეშე და ძალიან დიდი უპირატესობით, ეს არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“

ოპოზიციამ საერთო ჯამში 40%-ს თუ მიაღწია ეს იქნება ძალიან დიდი წარმატება მათთვის.
ეს ძალიან კარგია ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისთვის და მომწონს რომ მათ აქვთ სერიოზული კონკურენცია ერთმანეთში” განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად