კახა კალაძე: არავის დავინდობთ, კორუფცია კატეგორიულად მიუღებელია

ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

კალაძის თქმით, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კორუფციასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება იყო პრევენციული.

“ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რომ არავის დავინდობთ; კორუფცია კატეგორიულად მიუღებელია და ვიქნებით ძალიან პრინციპულები. შესაბამისად, ჩემი მხრიდან იყო გაფრთხილება მოადგილეების, საქალაქო სამსახურების და გამგებლების მიმართ, რომ თავიანთ სამსახურებში ყველამ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოს, რათა ვინმეს რამე გადაცდომა არ მოუვიდეს, თორემ ჩემი მიდგომა და დამოკიდებულება იციან, რომ არავის დავინდობთ და ვიქნებით პრინციპულები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად