კახა კალაძე: არასდროს დამიმალავს, ყოველთვის ბევრს ვმუშაობდი საკუთარ თავზე

არასდროს დამიმალავს, ყოველთვის ბევრს ვმუშაობდი საკუთარ თავზე, რადგან კარგად ვიცი შრომის ფასი, რომლის გარეშე შეუძლებელია მიაღწიო წარმატებას ცხოვრებაში,-ამის შესახებ კახა კალაძემ ტელეკომპანია “დოჟდისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

თბილისის მერობის გამარჯვებულმა კანდიდატმა დედაქალაქის განვითარებასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ჟურნალისტის მიერ სხვადასხვა თემაზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

“ვფიქრობ, მუდმივად უნდა ისწრაფოდე განვითარებისკენ და ფიქრობდე მომავალზე. მე ბუნებით მაქსიმალისტი ვარ, ვცდილობ, გავაკეთო მაქსიმუმი ჩემი ქალაქისთვის და ჩემი ქვეყნისთვის. როდესაც ჩემპიოთა ლიგა მოვიგეთ, მაშინაც არ გავჩერებულვარ, ვფიქრობდი წინ წავსულიყავი და მეორედ მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა. მებრძოლი ბუნება მაქვს, ასე გავიზარდე და ეს ჩემი მშობლების დამსახურებაა,”-განაცხადა კახა კალაძემ. კახა კალაძემ “დოჟდს” ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელიც ტელეკომპანიის ეთერში 30 ოქტომბერს გადაიცემა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...