თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, აშკარაა, რომ ნაციონალურ მოძრაობაში დაპირისპირებაა, თუმცა, მისივე თქმით, ვინ იქნება აღნიშნული პარტიის სათავეში, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

„ცხადი და აშკარაა, რომ დაპირისპირება აქვთ ერთმანეთში, ამიტომ, არ მინდა ამ სიღრმეებში შევიდე. საერთოდ არ მაინტერესებს ნაციონალური მოძრაობა, არც მათი დაპირისპირებები, იმიტომ, რომ უზარმაზარი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ხელისუფლებას, ძალიან ბევრ, მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ.

ხალხს დღეს რაც სჭირდება ყველაზე მეტად, ეს არის მშვიდობა, სიმშვიდის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება, იმისთვის, რომ კეთილდღეობა იგრძნოს ამ ქვეყანაში მცხოვრებმა თითოეულმა ადამიანმა. ნაციონალურ მოძრაობაში ხაბეიშვილი იქნება, მეორე ხაბეიშვილი თუ მესამე ხაბეიშვილი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.