კახა კალაძე აბიტურიენტებს: იცოდეთ, თქვენ ხართ ადამიანები, ვინც ქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აბიტურიენტებს მიმართა და წარმატებები უსურვა.

„ჩვენს ახალგაზრდებს, აბიტურიენტებს ვულოცავ ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას, ვუსურვებ მათ წარმატებებს ამ ძალიან მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო პროცესში.
ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, რა პროფესიაც უნდა აირჩიოთ, იცოდეთ თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს და მჯერა, თქვენი არჩევანი იქნება წარმატებული არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ საქართველოსთვის.
გულით გისურვებთ წარმატებებს!“ – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად