კახა კალაძე: 70–იანი წლების შემდეგ ქართულ ენერგეტიკაში ასეთი აღმშენებლობა არ ყოფილა

NULL

საქართველოს თანაინვესტირების ფონდსა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი „ცხენისწყლის ჰესების კასკადის“ ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ.

პროექტის ხელისმოწერის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, რომელმაც პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მან ასევე ხაზი გაუსვა ენერეტიკის გავლენას ქვეყნის ეკონომიკაზე

“დღეს საფუძველი ეყრება „ხუდონჰესის“ შემდეგ ყველაზე მძლავრ პროექტს. ეს არის „ცხენისწყლის ჰესების კასკადის“, რომელიც 1,7 მლრდ კილოვატ საათით გაზრდის საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავებას. ეს რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას, ენერგეტიკის წინსვლას და ეს ყველაფერი პირადპირ  ბმაშია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან და დღეს, მე ბედნიერი ვარ, რომ ამ დარგში ენერგეტიკის მიმართულებით ამდენი მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება.” – განაცხადა კახა კალაძემ

ვიცე-პრემიერის თქმით ენერგეტიკის დარგის განვითარება 70-იანი წლების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზეა

“შემიძლია გითხრათ, რომ 70–იანი წლების შემდეგ საქართველოში, ენერგეტიკის დარგში, ასეთი აღმავლობა და ასეთი აღმშენებლობა არ ყოფილა. ეს რა თქმა უნდა ყველა იმ ადამიანის დამსახურებაა, ვინც ენერგეტიკის დარგში წლებია მოღვაწეობს. მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველა იმ ადამიანს ვინც მონაწილეობა მიიღო ამ პროექტის, ამ კონკრეტული კასკადების დაპროექტებაში.” განაცხადა ვიცე-პრემიერმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად