კახა კალაძე: 20 ივნისი ოპოზიციის შეცდომა იყო

“მიმაჩნია რომ 20 ივნისი ოპოზიციის მხრიდან შეცდომა იყო. ხელისუფლების მხრიდან არა”, – პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან მმართველის გუნდის 8 წლიან საქმიაობაზე ისაუბრა.

„ამ 8 წლიან პერიოდში შეიძლება ავიღოთ ყველა მიმართულება და დარგი, რამდენი რამეა გაკეთებული. შეიძლება დავიწყოთ განათლებით, ჯანდაცვით, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებით, სასამართლოს რეფორმით. ის რომ ჩვენი მოქალაქეები ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში გადაადგილდებიან, თუმცა ჯერ დასრულებული არ არის, აუცილებელი მე-4 ტალღა.
ყველაზე მეტად ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველო დაუახლოვდა იმ დიდ ოჯახს რომელსაც ევროპა ქვია. მთავარი მიზანია – რაც შეიძლება ძალინ სწრაფად გავხდეთ ამ დიდი ოჯახის წევრი. თუმცა არის გამოწვევები. რა თქმა უნდა თვითკმაყოფილებას არავინ მიეცემა. არის ქვეყენაში პრობლემები. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გამოსასწორებელია. მითუმეტეს ამ პანდემიის ფონზე, რომელმაც სერიოზული პრობლემა შეუქმნა ეკონომიკას არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოს. ძალინ ბევრი იქნება სამუშაო მომდევნო 4 წლის განმავლობაში.
ცხადია იყო შეცდომები. იდეალური და შეცდომების გარეშე მე მგონი, მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ იყო. მუშაობის დროს იყო შეცდომები. გამიჭირდება ახლა ყველაფრის ჩამოთვლა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვას, მიაჩნიათ თუ არა რომ 20 ივნისი შეცდომა იყო? პარტიის გენერალურმა მდივანმა ასე უპასუხა:

„მიმაჩნია რომ 20 ივნისი ოპოზიციის მხრიდან შეცდომა იყო. ხელისუფლების მხრიდან არა. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ… არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არა აქვს მნიშვნელობა ხელისუფლება, ოპოზიცია – გადატრიალება, რევოლუციები, შევარდნა ქვეყნის პარლამენტში, რა თქმა უნდა ეს ძალინ მძიმეა ფაქტია.
უნდა შევთანხმდეთ, ხელისუფლება, ოპოზიცია ქვეყანაში მოქმედი პოლიტიკური ჯგუფები, რომ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილები უნდა მოხდეს არჩევნების გზით. ეს უნდა გადაწყვიტოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ, თუ ვის ანდობს ქვეყანას. რომ იყოს ხელისუფლებაში”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად