კახა კალაძე: 100 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი ძალიან მალე შემოვა

ვაპირებთ, რომ კიდევ 100 ერთეული 12 მეტრიანი ავტობუსი შევისყიდოთ და შემდეგი იქნება უკვე 18 მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა”-ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მერია ახლა 100 ერთეულ 12-მეტრიან ავტობუსს ელოდება:

„ავტობუსებბის შესყიდვები დაწყებული გვაქვს. ახლა 100 ერთეულ 12 მეტრიან ავტობუსს ველოდებით, რომელიც უკვე ძალიან მალე შემოვა. გარდა ამისა უახლოეს მომავალში ვაპირებთ, რომ კიდევ 100 ერთეული 12 მეტრიანი ავტობუსი შევისყიდოთ და შემდეგი იქნება უკვე 18 მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა. დაახლეობით, 200 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსის ყიდვა მოგვიწევს. ამ ყველაფრით ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მოწესრიგებული იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულება და იქნება ისე, როგორც არასდროს. ჩვენ ვიქნებით ის ადამიანები, ვინც მართლა შეძლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულ მოწესრიგებას“,-განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად