კახა კალაძე: ხმა მივეცი ქვეყნის განვითარებას, ჩვენ მშვიდობა გვჭირდება

თბილისის მერმა კახა კალაძემ საკუთარი არჩევანი საარჩევნო უბანზე გააკეთა. ის საარჩევნო უბანზე შვილთან ერთად მივიდა.

“მე ხმა მივეცი ქვეყნის განვითარებას. არავის არ უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ საზოგადოება გაყოს, მიაყენოს ადამიანებს შეურაცხყოფა. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვახდინოთ საზოგადოების ჯგუფებად დაყოფა.

ჩვენ ეს ვნახეთ ერთხელ, როგორი მძიმე იყო და არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა განმეორდეს, პირიქით, უნდა გავერთიანდეთ.

ქართველები ცოტანი ვართ, გვჭირდება გაერთიანება, კონსოლიდაცია, რათა ერთიანი ძალისხმევით ვიზრუნოთ, რომ ხვალინდელი საქართველო უკეთესი იყოს”,-განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...