კახა კახიშვილმა გიორგი ვაშაძეს პირდაპირ ეთერში საათი აჩუქა (ვიდეო)

„მე შეგნებულად მოვედი ამ საათით. არ შეიძლება ასეთი იაფფასიან საკითხებზე ააგო შენი წინასაარჩევნო კამპანია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ვაშაძეს საათი აჩუქა. კახა კახიშვილი გიორგი ვაშაძის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოკლიპს გამოეხმაურა სადაც ნათქვამია, რომ მმართველი პარტიის კანდიდატი 58 500 ლარიან საათს ატარებს.

კახიშვილმა გადაცემაში, საათების ონლაინ მაღაზიიდან ამოღებული ღირებულება წარმოადგინა, რომელიც 250$-ს შეადგენს.

„მე შეგნებულად მოვედი ამ საათით. არ შეიძლება ასეთი იაფფასიან საკითხებზე ააგო შენი წინასაარჩევნო კამპანია. იმიტომ, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. ირკვევა ყველაფერი, გუშინ კობახიძის საათი, მდინარაძის საათი, ახლა მე ვაჩვენებ. ხალხი ხომ ხედავს, ასეთი ტყუილი შეიძლება მისი დაპირებებიც იყოს. ეს აჩენს კითხვებს, ხომ არ იტყუება ყველაფერს, როგორც საათების შემთხვევაში“, – განაცხდა კახა კახიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად