კახა კახიშვილი: “სისტემის სტაბილურობა, უკვე იყო პირდაპირ ლიანდაგებზე დასმული”

კახა კახიშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის რაგში მუშაობას დღეიდან შეუდგა.

მინისტრმა თანამშრომლებთან შეხვედრის დროს  აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის თანამდებობა არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა და სერიოზული შანსი,  თანამოაზრეებთან ერთად შექმნას ის ქვაკუთხედი, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და უსაფრთხოების გარანტი იქნება.

„ამ სისტემაში გატარდა ძალინ მნიშვნელოვანი რეფორმები. მთავარია, შევინარჩუნოთ სისტემის სტაბილურობა, რომელიც უკვე იყო პირდაპირ ლიანდაგებზე დასმული. ჩვენი მთავარი ამოცანაა რეალურად მოხდეს იმ გეგმების ბოლომდე შესრულება, რომელიც ჩვენ გვქონდა ერთად, მღებრიშვილის მინისტრობის პერიოდში. რა თქმა უნდა იქნება ინოვაციები, საკადრო საკითხები, დეპარტამენტის უფროსები, თუმცა ეს საკითხები ამ შემთხვევაში მეორე ხარისხოვანია.

მე, კოლექტივს ძალიან კარგად ვიცნობ, ვმუშაობდი მათთან ერთად. ამ შემთხვევაში, ამ კუთხით კატასტროფულ ცვლილებებს არ ველოდები. “ – განაცხადა მინისტრმა. .

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...