კახა კახიშვილი: “ოცნებას” იმ შემთხვევაში დავტოვებ, თუ ვნახავ, რომ ჩემი აზრი პარტიაში არავის აინტერესებს

“დიახ, იყო შემოთავაზება, ეს არის გუნდის საკითხი.  სხვადასხვა მიზეზების გამო მე ამ შემოთავაზებას არ დავთანხმდი. თუმცა ეს არის გუნდის საკითხი და გუნდში ვილაპარაკეთ ჩვენ ამის შესახებ. არ მეგონა, ირაკლი კობახიძე ამაზე თუ ისაუბრებდა.  ” – ამის შესახებ მე- 10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა “ქართული ოცნებიდან” კახა კახიშვილმა “ტვპირველთან” განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა პარტია “ქართული ოცნების” დატოვებას, კახიშვილმა ასე უპასუხა:

“გამორიცხვით არაფერს გამოვრიცხავ, იმიტომ რომ ადამიანები ხელს აწერენ, ფიქრობენ რომ მთელი ცხოვრება ერთად იქნებიან, მერე არ ცხოვრობენ. გამორიცხვა როგორ შეიძლება? იმ შემთხვევაში შეიძლება დავტოვო პარტია, თუ ვნახავ რომ ჩემი აზრი პარტიაში არავის აინტერესებს და კონკრეტულად კრიტიკულ საკითხებზე ისე მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ მე არ ვიქნები ჩართული. ” – განაცხადა კახა კახიშვილმა.

ცნობისთვის, კახა კახიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა,  რომ მაჟორიტარ დეპუტატებს მოსახლეობის პრობლემებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების მექანიზმი უნდა ჰქონდეთ.

“პირად საკითხებზე არავინ არაფერზე რეკავს. თუ დამირეკავს და მითხოვია, არაფერი პირად ან ჩემი ოჯახის საკითხზე. ვრეკავ და ვთხოვ კონკრეტულად ადამიანების გაჭირვების გამო. შესაბამისად, ვითხოვ, რომ პასუხები იყოს დროული, ოპერატიული და შედეგიანი” 

მოგვიანებით კი  “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა, რომ  უკმაყოფილოა იმით, რომ არ არსებობს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან საკონტაქტო ადამიანი, რომლის გავლითაც მაჟორიტარულ ოლქებში დაგროვებულ პრობლემებს ხელისუფლებამდე მიიტანს.

“თუ საჭირო იქნება, უფრო მწვავე განცხადებებსაც გავაკეთებ იმისთვის, რომ ცოტა ვიღაც-ვიღაცებმა ყური შეიბერტყონ და რეაგირება დროულად მოახდნონ”

კახიშვილის განცხადებაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ  კახა კახიშვილს 2 კომიტეტის თავმჯდომარეობა შევთავაზეთ, თუმცა, სხვადასხვა მიზეზით უარი თქვა.  

„შემიძლია საიდუმლო გაგიმხილოთ, როდესაც არჩევნების შედეგ პარლამენტი ყალიბდებოდა, მას ორი სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეობა შევთავაზეთ, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო უარი თქვა. რაიმე ინტერესი თუ არის, რომ სხვადასხვა მიმართულებით უფრო აქტიურად იყოს ჩართული, რა თქმა უნდა, გამოცდილების მქონე გუნდის წევრია და შესაბამისად, მასთან კონსულტაციები გვექნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...