კახა კახა კალაძე: განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანები ქვეყანაში ჩვეულებრივად ცხოვრობენ, ისინი საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები არიან

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლება, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლება დაცულია და განსხვავებული ორიენტაციის ან სარწმუნოების მქონე ადამიანები საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები არიან. – ამის შესახებ მან „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა და მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება კიდევ ერთხელ განმარტა.

„ჩვენს ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლება დაცულია, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლება. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ რამდენიმე დღის წინ, როდესაც „პრაიდთან“ დაკავშირებით შეკითხვა დამისვეს და ჩემი მოსაზრება გამოვთქვი, რომ არ მიმაჩნია მიზანშეწონილად „პრაიდის“ ჩატარება, ვერ წარმოიდგენთ რამხელა აგრესია მოჰყვა ამას. არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. ვერასდროს ვერავინ ნახავს ჩემს ჰომოფობიურ განცხადებებს. მოდით, შევხედოთ რეალობას – განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანები ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ, საზოგადოების ნაწილი არიან. წლების წინაც ასე იყო, ეს ადამიანები დღესაც არსებობენ და ალბათ, მომავალშიც იარსებებენ. ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, როგორც ჩვენ ვართ – ორი ხელი აქვთ, ორი ფეხი, მუშაობენ, თავიანთი სექსუალური ორიენტაციის გამო არავინ აგდებს სამსახურიდან და ისევე სარგებლობენ იმ პროგრამებითა და სერვისებით, როგორც ჩვენ, ყველანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები
იტვირთება...