კახა იშხნელი: კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევები არ გვაქვს, რეანიმაციაში პაციენტი არ გვყავს

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის კოვიდ-ცენტრში 46 პაციენტია განთავსებული, რომლეთაგან 11 არის არასრულწლოვანია და 34 არის დადასტურებული შემთხვევა.

” საბედნიეროდ ახალი შემთხვევები არ გვაქვს. სამი პაციენტი არის საშუალო სიმძიმის ანუ საყურადღებო. ამ ეტაპზე რეანიმაციაში პაციენტი არ გვყავს”.

ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, კახა იშხნელმა ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშა, რომ კლინიკას დღეს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული დატოვებს.

„ერთი გამოჯანმრთელებული დღეს დატოვებს კლინიკას და წავა თვითიზოლაციაში. დღეს კიდევ 5 ანალიზის პასუხს ველოდებით საიდანაც 3 განმეორებითია“ – განაცხადა იშხნელმა.

ცნობისთვის: ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 4 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

შეგახსნებეთ: ქვეყანაში კორონავირუსი 731 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 526 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 3076 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 300.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად