კახა გოგოლაშვილი: საოკუპაციო ხაზთან სახელმწიფო ჩვენს მოქალაქეებს სათანადოდ ვერ იცავს

“მე ასე მგონია რომ უსაფრთხოება გასაძლიებელია ადმინისტრაციული საზღვრის მიდამოებში. საჭიროა მეტი კონტროლი. მოსახლეობის მეტი განათლება და ა. შ. რაღაცა უნდა შეიცვალოს”, – ამის შესახებ “აიპრესს” “ევროპული კვლევების ცენტრის” დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განუცხადა.

გოგოლაშვილის თქმით, საჭიროა სტრატეგიის შემუშავება, მათ შორის მოსახლეობის ინფორმირების თვალსაზრისითაც.

“ინფორმირების თვალსაზრისითაც და საჭიროა რაღაც სტრატეგიის შემუშავება. გარდა იმისა, რომ უსაფრთხოების სამსახურები უფრო აქტიურად უნდა მუშაობდნენ და მეტად აკონტროლოებდნენ ამ პერიმეტრს, ამას გარდა უნდა გაძლიერდეს ისეთი თემები როგორიცაა სულისკვეთება. ამას განსაკუთრებული ორგანიზნება სჭირდება როგორც მოსახლეობას, ისე სახელმწიფო სამსახურებს. გასაგებია, რომ ჯარისა და პოლიციის აქტიურად მობილიზაციის საშუალება არ გვაქვს. იმიტომ რომ ეს ითვლება პროვოკაციულ ზონებად. საჭიროა ისეთი სპეცსამსახურების მუშაობა, რომელთა დემონსტრირებაც არ ხდება ღიად. ისეთი შეგრძნებაა თითქოს იქ მოსახლეობა აბსოლუტურად დაუცველია და მარტივად ხდება მათი მოტაცება. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით როგორ მუშაობს რუსეთის სპეცსამსახურები”, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

კითხვაზე, სახელმწიფო სათანადოდ ვერ იცავს თავის მოქალაქეებს? – გოგოლაშვილი პასუხობს:

“კი, ნამდვილად. ეს ფაქტია. უამრავი გასამართლებელი ფაქტორიც არსებობს, მაგრამ საჭიროა სერიოზული მუშაობა ამ მიმართულებით”, – გვითხრა კახა გოგოლაშვილმა.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდია ძალიან გახშირდა საქართველოს მოქალაქეების გატაცება საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან. ბოლო შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, როდესაც ქალბატონი გაიტაცეს.

ინტერვიუს სრულ ვერსიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...