კახა გოგოლაშვილი: ბელარუსის სიტუაცია რუსეთს ხელში ვერ უჭირავს, მას მოლდოვაში უფრო მეტი ბერკეტი აქვს

ბელარუსის სიტუაცია რუსეთს ხელში ვერ უჭირავს, მას მოლდოვაში უფრო მეტი ბერკეტი აქვს, – ამის შესახებ „აიპრესთან“ ინტერვიუში „ევროპული კვლევების ცენტრის“ დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

იქამდე კი გთავაზობთ მცირე მონაკვეთს:

_ მთლიანობაში რუსეთს ხელში უჭირავს პროცესები?

_ არა, ვერ უჭირავს ბოლომდე. რუსეთისთვის მომგებიანი იქნებოდა ლუკაშენკოს ნაცვლად ისეთი ლიდერი, რომელიც ხელში ჩაუგდებდა რუსეთს ამ ქვეყანას.

_ ბოლო პერიოდში ლუკაშენკოსა და პუტინს შორის გარკვეული დაძაბულობაა. ხომ არ ეცდება პუტინი, რომ ეს ვითარება თავის სასარგებლოდ დაალაგოს?

_ პუტინი ამას დიდი ხანია ცდილობს და ამის შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, ის ამას დიდი ხანია უკვე გააკეთებდა, მაგრამ რაში დაჭირდა მებრძოლების გაგაზავნა – არეულობაში მონაწილეობის მისაღებად თუ დენთის დანთება, ის ამას არ იზავდა, მას კონტროლის მეტი ბერკეტები რომ ჰქონდეს ხელში.

ასეთი შეგრძნებაა, რომ მოლდოვაში მეტი ბერკეტები აქვს პუტინს, ვიდრე ბელარუსში. ეს იმიტომ, რომ მაგალითად მოლდოვაში მან მოახერხა ბიზნესის დიდი ნაწილის და პარლამენტის წევრების დიდი ნაწილის კორუმპირება-მოსყიდვა შეძლო. ეს ვერ შეძლო ბალარუსში. იქ ყველაფერს ლუკაშენკო აკონტროლებს და პუტინს არ აქვს ისეთი ძლიერი დასაყრდენი, გარდა იმისა, რომ იქ არის პრორუსული სენტიმენტები, მაგრამ ამავე დროს მოსახლეობის ის ნაწილიც კი, რომელიც პრორუსულია ჯერჯერობით რუსეთთან შეერთების მომხრე არ არის. მას უფრო მოსწონს დამოუკიდებელ ბალარუსში ცხოვრება, რადგან რუსეთზე მეტად დალაგებული ქვეყანაა. მეტი სტაბილურობა, უკეთესი პენსიები, მეტი დისციპლინა და ა. შ.

პუტინს რაც გააჩნია ბელარუსში, ეს არის მისი ენერგო-ბერკეტი და გარკვეული ეკონომიკური ბერკეტები. ბელარუსის ექსპორტის 55% მაინც რუსეთის ბაზარზე მიდის და რუსეთი ასევე არის მისი სავაჭრო პარტნიორი, ანუ იმპორტს ძირითადად რუსეთიდან ახორციელებს. ინდუსტრია დამოკიდებულია რუსეთის ბაზარზე და რუსეთიდან მოწოდებებზე. ამიტომ ეს ბერკეტი გააჩნია, მაგრამ ეს არ არის პერსონალური ბერკეტები გავლენის თვალსაზრისით. პუტინს არ ჰყავს ოპოზიცია, რომელზეც შეუძლია გავლენები იქონიოს. ამიტომ, ასე მარტივად ვერ შეძლებს ლუკაშენკოს მოშორებას. ალბათ კმაყოფილია კიდეც იმით, რომ პროევროპული ძალები გარკვეულ პრობლემებს უქმნიან ლუკაშენკოს.

ამ სიტუაციაში შესაძლოა გარკვეული მანევრირება მოახდინოს, მაგრამ რა, ამის თქმა ძნელია. რისი გაკეთება შეუძლია მას ამ არეულობის პირობებში რომ რუსეთისკენ შემოაბრუნოს ქვეყანა, ამის პროგნოზირება რთულია.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად