კახა გოგოლაშვილი: აფხაზებისა და ოსების საქართველოსთან ურთიერთობა რუსეთზეა დამოკიდებული

“გარკვეული მინიშნება, რომ თითქოს პუტინი საქართველოს მიმართ დადებითადაა განწყობილი და ჩვენს ტრადიციებს პატივს სცემს, იყო, მაგრამ არა მგონია, რომ ჩვენი პოლიტიკური იმედები ამაზე უნდა ავაგოთ", – ამის შესახებ პოლიტოლოგმა კახა გოგოლაშვილმა ტელეკომპანის GDS-ის გადაცემა 2030-ში განაცხადა. 

"აფხაზეთთან და ოსეთთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას რაც შეეხება, ეს უფრო საკითხის თავიდან მოშორება იყო, ვიდრე რაღაც გზავნილი. აფხაზების და ოსების საქართველოსთან ურთიერთობა რუსეთის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.

ძნელად წარმოსადგენია, რომ რომელიმე დე ფაქტო ხელისუფლება ჩვენთან მოლაპარაკებაზე რუსეთის ნებართვის გარეშე წამოვიდეს, ან ამის მანდატი გააჩნდეს. თუ ფსევდომოლაპარაკებები შედგება, ისინი მხოლოდ იმ მანდატის ფარგლებში ისაუბრებენ, რომელსაც რუსეთი დაუშვებს. რუსეთის ინტერესებში კი, საქართველოს გამთლიანება ჯერჯერობით არ შედის. მომავალშიც, რუსული პოლიტიკის შეცვლის პერსპექტივას ვერ ვხედავ”, – განაცხადა გოგოლაშვილმა 2030-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...