კახა ჩხეტიანმა კითხვებს რუსულად არ უპასუხა: ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და მშობლიური ენა!

ქუთაისის “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა ყაზახურ “ორდაბასთან” მარცხის შემდეგ, ადგილობრივი ჟურნალისტების დასმულ კითხვებს მხოლოდ ქართულ ენაზე უპასუხა.

ამონარიდი კახა ჩხეტიანის მატჩისშემდგომი პრესკონფერენციიდან:

 – გავიგეთ, რომ რუსულ ენას კარგად ფლობთ, მაგრამ ქართულად გვესაუბრებით. რატომ?

– იმიტომ რომ ქართული ენა უძველესი და ძალიან ლამაზია, ყველას უნდა ესმოდეს… ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, პატივს ვცემ მშობლიურ ენას და ამიტომ ვსაუბრობ ქართულად!

შეგახსენებთ, რომ: ქუთაისის “ტორპედო” ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში მინიმალური სხვაობით -1:0 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...