კაკაბაძე: როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს „სისხლის მსმელებს“ უწოდებენ, ეს ხატოვანი გამონათქვამია 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ვლადიმერ კაკაბაძე მიიჩნევს, რომ როდესაც მას ფადი ასლიმ კორუმპირებული მოსამართლე უწოდა, მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა. ხოლო, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს „სისხლის მსმელებს“ უწოდებენ, ეს ხატოვანი გამონათქვამია და ამით უდანაშაულობის პრეზუმფცია არ ირღვევა.

ვლადიმერ კაკაბაძემ ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

თინათინ ბოკუჩავა: როდესაც ფადი ასლიმ თქვენ კორუმპირებული მოსამართლე გიწოდათ, თქვენ თქვით, რომ ჩემი უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვაო. მე ვარ პოლიტიკოსი, 7 წელია პარლამენტის წევრი ვარ და ამაზე ბევრად მწვავე შეფასება მომისმენია ჩვენზე, მათ შორის პარლამენტის წევრების მხრიდან. ჩემთვის უწოდებიათ მკვლელი, სისხლის მსმელი და ა.შ. როდესაც კოლეგები ჩემს მიმართ ასეთ ტერმინებს იყენებენ, ჩემი უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვევა?

ვლადიმერ კაკაბაძე: ეს ალბათ, უფრო ხატოვანი გამონათქვამებია.

თინა ბოკუჩავა: იქნებ თქვენს მიმართაც ხატოვანი იყო კორუმპირებულობა?! თქვენ თუ საქმის მასალებს გაეცნობით, იმას ხატოვნად კორუმპირებული არ უწოდებია.

თინა ბოკუჩავა: ანუ უნდა დავაკვირდე ხოლმე მამუკა მდინარაძე თუ სხვა ხატოვნად მიწოდებს, თუ კონკრეტულად.

შეგახსენბთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ვლადიმერ კაკაბაძეს უსმენენ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად