კაიკაციშვილი: პაპუაშვილი ცდილობს, სამართლიანობის აღდგენის პროცესი გადაფაროს

“გიორგი პაპუაშვილი უკვე მერამდენედ ახდენს საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციას”, – ასე გამოეხმაურა „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც მოსამართლეებზე ზეწოლა მიმდინარეობს.

მისივე შეფასებით, ხელისუფლებას "ტოლერანტობა" ძვირად უჯდება.

“გიორგი პაპუაშვილი უკვე მერამდენედ ახდენს საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციას. ხელისუფლებას "ტოლერანტობა" ძვირად უჯდება. კიდევ ერთხელ ბევრი ლაპარაკი მოსამართლების ზეწოლებზე, მაგრამ არც ერთი ფაქტი. პაპუაშვილი ცდილობს, მასთან დაკავშირებულ სამართლიანობის აღდგენის პროცესი გადაფაროს.

კიდევ რამდენი ხანი უნდა ვუყუროთ ენმ–ის აღზევებას საკონსტიტუციო სასამართლოში? კიდევ როდემდე უნდა ველოდოთ ეკონომიკის სამინისტროს, ალტერნატიული ფართი გადასცეს და წართმეული ქონება როლანდ ბლადაძეს დაუბრუნდეს? როდემდე? როდემდე უნდა გვესმოდეს, რომ თურმეც რომელიღაცა მოსამართლეს აშანტაჟებენ, ვიღაცას სამოქალაქო და პროფესიული სიმტკიცე აქვს და უძლებს, ფაქტები?! დაასახელოს, აბა, უწყება, საიდანაც აშანტაჟებენ. ამ უწყებებთან არ თანამშრომლობდა ან არ გებულობდა ამბებს როლანდ ბლადაძის ქეისზე? ასე არ საუბრობდა ამ რამდენიმე თვის წინ? ისიც დადასტურდა? ახია!“, – წერს კაიკაციშვილი Facebook-ში.

შეგახსენებთ, გიორგი პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოსამართლეებაზე ზეწოლა მიმდინარეობს. თუმცა, ვინ ახდენს ზეწოლას, ამის დასახელებისგან პაპუაშვილმა თავი შეიკავა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად